საბა მელაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

02 თებერვალი 2023, 14:20 507 ნახვა

7 წლის საბა მელაძეს თქვენი თანადგომა სჭირდება. თანდაყოლილი ცერებრალური დამბლის გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას. საქართველოში ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა - მისი თურქეთში გადაყვანაა.

თურქი მედიკოსები ოჯახს ჰპირდებიან, რომ საბა დამოუკიდებლად გავლას შეძლებს. კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევისთვის კი საბას მშობლებს თანხა არ აქვს. საუბარია 25 ათას ამერიკულ დოლარზე.

ქველმოქმედების და შესაბამისად, პატარა საბას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე, რომლებსაც  თქვენ,  ჩვენს ეკრანზე ხედავთ.  მცირეწლოვნის დასახმარებლად  ახლა 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში