ბულგარეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

02 თებერვალი 2023, 14:16 597 ნახვა

ბულგარეთის პარლამენტმა  1932-1933 წლის ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ და ევროპარლამენტმა აღიარეს.ჰოლოდომორი - უკრაინაში მასიური შიმშილი 1932-1933 წლებში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გლეხებისთვის მთელი სასურსათო მარაგის კონფისკაციით იყო გამოწვეული.

სხვადასხვა ინფორმაციით, მაშინ 3-იდან 5 მლნ ადამიანამდე დაიღუპა, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია  საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე განზრახ შექმნა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში