იანვარში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 102 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური  

02 თებერვალი 2023, 15:05 461 ნახვა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-31 იანვრის ჩთვლით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 698 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 102 ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

34 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 68 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში