NDI კვლევის შედეგები

02 თებერვალი 2023, 19:53 668 ნახვა

ენ-დი-აი-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობა ყველაზე მეტად ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას უჩივის. გამოკითხულთა უმრავლესობას ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია.ყოველი მეხუთე კი მომდევნო12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ფიქრობს. კვლევის თანახმად მათი რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ მოსახლეობის ნაწილი ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობს და ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.  ენ-დი-აი-ს კვლევა  3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ემყარება პირისპირ გამოკითხვის შედეგებს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში