დებატები ევროპარლამენტში

02 თებერვალი 2023, 19:54 587 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები ევროპარლამენტში დღეს გაიმართა.საბჭოს და კომისიის ძირითადი გზავნილი იყო, რომ ევროსტრუქტურები ადევნებენ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ამბობენ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი, როგორც პატიმრის ჯანმრთელობა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ  საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ითქვა, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად. თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში