მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

03 თებერვალი 2023, 09:56 733 ნახვა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა "ბახტრიონი", ბ-ნი გიორგი "მზიანი ღამე", არჩილ ფორია "გვადი ბიგვა", ფირუზა "მეტეხის ჩრდილში", ვაჭარი ტყუილკოტრიანცი "ხანუმა", ლავრენტი და მამამთილი "კავკასიური ცარცის წრე", I ღმერთი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", II ალქაჯი "მაკბეტი".

გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი", "კარდაკარ" , "ფეოლა", "ვინ არის დამნაშავე", "კაპიტნები", "მოიტაცეს თამარ ქალი".

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი" გაიხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში