საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ბოლივიასთან 2:0 დაწინაურდა

03 თებერვალი 2023, 10:24 770 ნახვა

საქართველოს ჩოგბუთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს საპლეიოფო მატჩში ბოლივიასთან ორი გამარჯვებით დაიწყო. პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ, ხუან კარლოს პრადო ორ სეტში, 7:6, 6:1 დაამარცხა და საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანა.

მეორე შეხვედრაში კი ზურა ტყემალაძემ, რაულ გარსიას მარტივად 6:2, 6:1 მოუგო და საქართველოს ნაკრები 2:0 დააწინაურა.

დღეს დაპირისპირება წყვილებს შორის შეხვედრით გაიხსნება, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი, სანტიაგო ნავაროსა და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში