მისასალმებელია ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად - სალომე ზურაბიშვილი

03 თებერვალი 2023, 14:16 811 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში