საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მეორე ლიგის პლეი ოფში ადგილი შეინარჩუნა

04 თებერვალი 2023, 11:44 507 ნახვა

საქართველოს მამაკაცთა ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.

სანდრო მეტრეველის, საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის და ალექსანდრე ბაკშის ოთხეულმა კაპიტანთან, დავით კვერნაძესთან ერთად, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ოთხი მატჩიდან, ოთხივე მოიგეს და მეორე ლიგის პლეი ოფში ადგილი შეინარჩუნეს.

საქართველოს  მამაკაცთა ჩოგბურთელთა ნაკრები პირველი ლიგის პლეი ოფში საგზურის მოსაპოვებლად მორიგ შეხვედრას სექტემბერში გამართავს. ჩვენი ნაკრების მეტოქის ვინაობა კი 9 თებერვალს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციში გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში