ღვინის ექსპერტები საქართველოში

04 თებერვალი 2023, 11:19 463 ნახვა

ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაცია საქართველოში. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  მედიის წარმომადგენლებს, ღვინის კრიტიკოსებსა  და სომალებს მასპინძლობს.

ინიციატივა ქართველ ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის. ღვინოს აგემოვნებენ საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც.

ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები,  ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრს ესტუმრნენ,  სადაც ქართული ვაზის ჯიშებსა და ღვინის წარმოების შესახებ, ინფორმაციას გაეცნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში