გიორგი ბარამიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

04 თებერვალი 2023, 11:25 907 ნახვა

,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილ დირექტორს გიორგი ბარამიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ისინი 30 000 ლარიან  გირაოს სთავაზობდნენ გიორგი ბარამიძის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ამავე საქმეში  ფიგურანტი კიდევ ერთი ადამიანი - ბუღალტერი ელიზბარ დიასამიძე კი მოსამართლემ  3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გიორგი ბარამიძეს პროკურატურა  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გიორგი ბარამიძეს  7-დან 11 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში