უკრაინაში საჰაერო განგაშია

04 თებერვალი 2023, 11:31 479 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევას 4 მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებსაც განიცდიან. ოკუპანტმა გვიან ღამით დაბომბა ჩერნიგოვის რაიონი, მსხვერპლისა და დაშავებულებს შესახებ ინფორმაცია  არ ვრცელდება.

გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქების მიმართულებით. ამასთან, 90-ჯერ დაარტყა უკრაინის ტერიტორიას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. უკრაინის შეირაღებული ძალები მტრის თავდასხმებს იგერიებენ, ბოლო 24 საათში ოკუპანტის თავდასხმები თავდაცვის ძალებმა 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს. მისივე თქმით, პარტნიორები თანხმდებიან რომ წელს, ისევე როგორც წარსულში, აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში