რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა - შეფასებები

04 თებერვალი 2023, 12:00 579 ნახვა

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების  შეწყვეტა რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო - აცხადებენ პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მაშინ როდესაც სხვა გზები გახსნილია საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა განსაკუთრებულ ეფექტს არ იძლევა.

განმარტავენ, რომ თუ კი აღდგენა მოხდება ეს ისევ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს და საკითხში  საქართველოს წვლილი არ მიუძღოდეს. იგივეს განმარტავენ მმართველ გუნდში.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ფრენების შეზღუდვა რუსული მხარის გადაწყვეტილებაა და ცვლილების გატარებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში