კანადამ რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

04 თებერვალი 2023, 14:12 570 ნახვა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან კავშირი აქვთ, შეზღუდვები დაუწესდათ.

ე.წ შავ სიაში მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე შეზღუდვები გავრცელდა კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ საინფორმაციო რესურსებზე.

შავ სიაში არიან კრემლის მომღერლებიც:ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკონი, დიმა ბილანი და სხვები.

კანადის საგარეო უწყების განცხადებით, პუტინის ომი უკრაინაში ტყუილსა და სიცრუეს ეფუძნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში