პაკისტანში საინტერნეტო ენციკლოპედია "ვიკიპედია" აიკრძალა

04 თებერვალი 2023, 17:25 581 ნახვა

პაკისტანში „ვიკიპედია“ დაიბლოკა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ის „მკრეხელური შინაარსის“ განთავსების სივრცედ აღიქვა.

ამავე მიზეზით წარსულში პაკისტანში აიკრძალა „Facebook” და “Youtube”, მაშინ ეს პლატფორმები ღვთის გმობად მიიჩნიეს.

პაკისტანის ტელემაუწყებელთა უწყებამ მიმდინარე კვირაში „ვიკიპედიას“ 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, იმისთვის რომ აეღოთ მასალები, მიმართვაში მათ პრეტენზიები დეტალურად არ აუხსნიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში