მედვედევის მუქარა

04 თებერვალი 2023, 17:25 658 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება. დიმიტრი მედვედევის თქმით, ამ შემთხვევაში არა მოლაპარაკებები, არამედ მხოლოდ საპასუხო დარტყმები იქნება და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ იქნება განადგურდება.

მედვედევმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც მას კითხვა დაუსვეს, აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ამასთან აღნიშნა, რომ მოსკოვი, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზადაა ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.

„ყოველთვის დააიგნორე მედვედევი“ - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და უკრაინას მისი გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში