ევროპარლამენტის მხარდაჭერა

02 თებერვალი 2017, 00:00 2771 ნახვა

საქართველოსთვის ისტორიული დღე და ევროპარლამენტის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციას. გატაწყვეტილება მიღებულია.  553 ხმა 66-ის წინააღმდეგ. ევროპულ პარლამენტში გამართული პლენალური სესიის შემდეგ ბრიუსელში შეფასებები გაკეთდა. ძირითადად, ევროდეპუტატების მიერ ჩვენი ქვეყნის მისამართით გაჟღერებული გზავნილები პოზიტიური იყო. ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის გზაზე ყველა ვალდებულება შეასრულა, ასევე უკანონო მიგრაციის კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს. კენჭისყრის შედეგი კი დამსახურებული იყო. დეპუტატებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე მკაცრად დაიცვან წესები და ვადები. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მომხსენებლები ევროსაბჭოსა და პარლამენტს შორის შეთანხმებას ელოდებიან. ევროკომისარ დიმიტრის ავრომოპულოსის თქმით, საქართველო ყველა უმაღლეს კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შეძლოს. სიტყვით გამომსვლელებმა ქვეყნის კრიმინალსა და კორუფციასთან ბრძოლის დადებითი შედეგები აღნიშნეს. დებატებზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ჰოლანდიის ,საბერძნეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, საკითხის დადებითად გადაჭრა საფრთხის შემცველია. საქართველოსთვის ისტორიულ დღეზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კენჭისყრის შედეგები პირადად მიულოცეს ევროდეპუტატებმა. 

ამავე კატეგორიაში