ვიზალიბერალიზაცია

02 თებერვალი 2017, 00:00 2545 ნახვა

საქართველო არის მეორე ქვეყანა მოლდოვას შემდეგ, რომლის  მოქალაქეებსაც ექნება ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის საშუალება ვიზის გარეშე ჯამში  180 დღის ვადაში. ახლა დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები. მარია გაბრიელი აღნიშნავს, რომ  მისი მიზანია  ოფიციალური ხელმოწერა მოიპოვოს 1 ან 2 მარტს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში, რაც შეიძლება სწრაფად, 10 მარტამდე. სწორედ სავარადოდ მარტის ბოლოდან ამოქმედდება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ,,მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში”-ასე ეხმაურება ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში