ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორების პროტესტი

05 თებერვალი 2023, 11:10 589 ნახვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული 26 ოპერატორი ხელმძღვანელობას მათთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. აღნშნულის შესახებ მათ აქციაზე გააჟღერეს. მათი განცხადებით მენეჯმენტმა სრულად უარყო მათი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო  გახდა,  „გარე ძალების“ ჩართულობაზე დაუწყეს საუბარი, რაც მათი განცხადებით მათთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია.

სოლიდარობის ნიშნად, ოპერატორებს აქციაზე შეუერთდნენ კოლეგები სხვადასხვა ტელეკომპანიიდან. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა. 

განცხადების მიხედვით  „ოპერატორებმა სამი დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა“.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში