ოკუპანტი ისევ საცხოვრებელ კორპუსებს უტევს

05 თებერვალი 2023, 20:06 503 ნახვა

უკრაინაში ვითარება კვლავ რთულია. ოკუპანტის მიერ ხარკოვში საცხოვრებელ ზონაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ოკუპანტმა ს-300 ტიპის რაკეტა ისროლა.

დაიბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება, ასევე ლიმანის, ბახმუტისა, ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სოფლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში