ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 42

06 თებერვალი 2023, 09:05 1344 ნახვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, 440 კი დაშავდა.

თურქეთთან ერთად მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში.

თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც.

დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.

თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრის გამო,  შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში