დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

06 თებერვალი 2023, 10:04 458 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

სასამართლო სხდომის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში