გამოხმაურება სოციალურ ქსელში

02 თებერვალი 2017, 00:00 2323 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას მიესალმება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. პრემიერი დღევანდელ დღეს ისტორიუს უწოდებს. საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე მიღწეულ შედეგს სოციალური ქსელის ,,ტვიტერის" გვერდზე ულოცავს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. ,,ქართველები ევროპაში თავისუფლად მიმოსვლას მარტის ბოლოდან შეძლებენ" - წერს რადიო თავისუფლება ევროპის ჟურნალისტი. საქართველოს წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯს ულოცავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ,,თითქმის იქ, გილოცავთ" - ამ სიტყვებით მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის კუთხით მიღწეულ პროგრესს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი. ქართველები მილოცვებს იღებენ რიგითი  ევროპელებისგანაც

ამავე კატეგორიაში