თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა - უცხოური მედია

06 თებერვალი 2023, 10:41 675 ნახვა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სტიქიის შედეგად  მხოლოდ სირიაში  237 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას  სირიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საავადმყოფოში 600-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს.

თურქეთში კი ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.

თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრის გამო, შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა.  ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში