თურქეთმა ჯეიჰანიდან ნავთობის ექსპორტი შეაჩერა

06 თებერვალი 2023, 14:30 690 ნახვა

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე  ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალიდან ნედლი ნავთობის მიწოდება შეაჩერა. გადაწყვეტილება ორშაბათს დილას  მილსადენის სახელმწიფო ოპერატორმა ბოტასმა ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში  ყველაზე დამანგრეველი  მიწისძვრის შემდეგ მიიღო. 

მიწისძვრის შედეგად მილსადენი არ დაზიანებულა და გაჟონვა   არ დაფიქსირებულა - აცხადებენ კომპანიაში. ჯეიჰანი ერაყის ჩრდილოეთისა და აზერბაიჯანიდან ნავთობის გაყიდვის  სასიცოცხლო ჰაბია. 

იანვარში ერთ დღეში ჯეიჰანის  პორტმა ერთ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ჯეიჰანის ნავთობი გემებით ძირითადად ევროპის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში იგზავნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში