დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სირიაში დაღუპულთა რიცხვი 320-ს აჭარბებს, დაშავებულია ასობით ადამიანი, ბევრი ნანგრევებშია მოყოლილი. ალეპოს, ჰამის და ლატაკიას პროვინციებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ აზაზში მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში სირიის თეთრი ჩაფხუტების მოძრაობის წევრებიც ჩაერთვნენ.
სირიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ალეპოს პროვინცია, ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი. დაშავებულები საავადმყოფოებში უწყვეტ ნაკადად გადაყავთ.
სირიის სამოქალაქო თავდაცვის მონაცემებით, იდლიბის პროვინციაში ათობით დაღუპული და ასობით დაშავებულია.