იტალიის ხელისუფლების გაფრთხილება

06 თებერვალი 2023, 11:44 597 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ  იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა ცუნამის რისკის შესახებ გააფრთხილა.

კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდეს  შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.

რამდენიმე წუთის წინ კი თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იტალიის ხელისუფლებამ ეს გაფრთხილება გააუქმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში