ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - პრემიერი

06 თებერვალი 2023, 14:13 593 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს თბილისის აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ახლა აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში.მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში