უკრაინის საგარეო პოლიტიკის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს უმაღლეს რადას, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების მიმართ მიიღოს დადგენილების პროექტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე

06 თებერვალი 2023, 19:09 632 ნახვა

უკრაინის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა  რეკომენდაცია გაუწია პარლამენტს, მიიღოს დადგენილების პროექტი საქართველოსთვის, ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსთვის, ევროკომისიისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის მიმართვის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის განხილვის შედეგების საფუძველზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მისცეს უმაღლეს რადას აღნიშნული დადგენილების პროექტი შეიტანოს უმაღლესი რადას სესიის დღის წესრიგში, მიიღოს იგი საფუძვლად ზოგადად ტექნიკური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში