თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა

06 თებერვალი 2023, 23:24 630 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  2 700-ს გადააჭარბა. ორივე ქვეყანაში დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი 13 572-ს აღწევს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 1 651 ადამიანი ემსხვერპლა, 11 119 - დაშავდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 050-ს მიაღწია, ხოლო 2 453 - დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში