თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი

07 თებერვალი 2023, 10:10 919 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ნანგრევებიდან სულ 7840 ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს.

მისივე თქმით, ჰოსტელებში, უნივერსიტეტებსა და თავშესაფრებში 338 000 ადამიანია განთავსებული.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრას სირიაში სულ მცირე 1444 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სახლებში მიწისქვეშა ბიძგების საშიშროების გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში