მიწისძვრის ეპიცენტრში ოჯახებმა ღამე ყინვაში ღია ცის ქვეშ გაატარეს

07 თებერვალი 2023, 11:20 518 ნახვა

მიწისძვრის  შედეგად  დაზიანებული გზები სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო აფერხებს.  თურქეთის კაჰრამანმარასში, გამანადგურებელი  მიწისძვრის ეპიცენტრში,  ადგილობრივებმა  მთელი ღამე ღია ცის  ქვეშ გაათენეს. ამბობენ, რომ დაზიანებულ სახლებში ვერ შედიან, დილიდან საკვებისა და გათბობის გარეშე  არიან.     

ჰაერის ტემპერატურა ნოლ გრადუსამდე დაეცა.    საერთაშორისო დახმარების ჩასვლამდე  ქვეყანაში სამაშველო ჯგუფები გადარჩენილთათვის თავშესაფრებს აწყობენ.

თურქეთის სამხრეთით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს,  ცუდი ინტერნეტ კავშირია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში