ვითარება უკრაინაში

07 თებერვალი 2023, 10:51 473 ნახვა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან. გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცალკეულ მიმართულებაზე ახდენს გადაჯგუფებას და მისი ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი.

ბახმუტის დამცველი უკრაინელი ოფიცრის ცნობით, ქალაქში მძიმე სიტუაციაა, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში