საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის - თურქული მედია

07 თებერვალი 2023, 14:46 695 ნახვა

თურქული გამოცემები, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მახანძრე-მაშველის სტიქიის ზონაში გამგზავრების შესახებ წერენ.

„საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან“, – წერს თურქული პრესა.

თურქული მედიასაშუალებები ასევე წერენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურების შესახებ, სადაც ის უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში