თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7 000- ზე მეტია

07 თებერვალი 2023, 23:08 684 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 7266-ია.ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 5,434-ია. მათივე ცნობით, თურქეთში სულ მცირე 31 777 ადამიანი დაშავდა.

სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, სირიაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 782 ადამიანს შეადგენს, აქედან 970-ზე მეტი ადამიანი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაიცვალა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაცვლილთა რიცხვი 812 ადამიანს შეადგენს.

მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში 35 626 ადამიანი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში