რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია

08 თებერვალი 2023, 10:11 569 ნახვა

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან ცეცხლი 125-ჯერ გახსნეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 16 საავიაციო შეტევა განახორციელა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ხარკოვის რეგიონზეც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა გაისმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკშიც, თუმცა რეგიონში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში