თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8 000-ს გადააჭარბა

08 თებერვალი 2023, 10:15 1358 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად 34 810 ადამიანი დაშავდა და 5 775 შენობა განადგურდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას თურქეთის ისქენდერუნის პორტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში