დაკავების დეტალები ჩემთვის უცნობია, ბრალდებულთან შეხვედრას დღეს ვაპირებ - ბადრი ესებუას ადვოკატი

08 თებერვალი 2023, 10:48 622 ნახვა

ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ესებუას დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და დაკავების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს აპირებს.

„როდის და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია. მე ჟურნალისტებისგან გავიგე მისი დაკავების შესახებ. შემდგომ ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს. მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდგომ როგორც გავარკვიეთ – დაკავებული ყოფილა სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს გადაჰყავთ ქუთაისის N 2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ“, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში