4 ათასზე მეტმა ადამიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე

08 თებერვალი 2023, 10:55 346 ნახვა

2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, 4 ათას 306-მა ადამიანმა უარი თქვა  რუსეთის მოქალაქეობაზე, მათგან მხოლოდ 40-მა თავად რუსეთში, დანარჩენებმა  კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.  ეს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებია.

2020 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე 3 ათას 877-მა ადამიანმა თქვა უარი, 2021 წელს - 4 ათას 55-მა.  2023 წლის  იანვრის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მხოლოდ 40-მა ადამიანმა.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენი ასეთი განცხადება შევიდა ერთი წლის წინ. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან მოქალაქეობაზე, თუ მათ არ აქვთ შეუსრულებელი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე - იგულისხმება  გადაუხდელი გადასახადები, სამხედრო მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება და სისხლის სამართლის საქმეები.

2022 წელს ცნობილმა რუსმა ბიზნესმენებმა ოლეგ ტინკოვმა, იური მილნერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ და რუბენ ვარდანიანმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში