საქართველოდან თურქეთში მაშველთა დამატებითი ჯგუფი გაიგზავნება

08 თებერვალი 2023, 12:05 484 ნახვა

საქართველო თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში აგზავნის კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს. ისინი შეუერთდებიან 60 ქართველ მაშველს, რომლებიც თურქეთში ორი დღის წინ გაემგზავრნენ და მიწისძვრით დაზიანებულ ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ქართველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და ძაღლებით. 

ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით,  კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში