თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

08 თებერვალი 2023, 12:41 768 ნახვა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. 

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციასთან ახლოს იყო. 

შეგახსენებთ, 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში