უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩაფრინდა

08 თებერვალი 2023, 14:21 462 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავში, რომელშიც უკრაინის პირველი პირი იმყოფება, ახლახან ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა.  რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ --მინისტრის ოფისი  იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. 

უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.  გარდა ამისა, ბაკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში