სეისმოლოგის შეფასება

08 თებერვალი 2023, 14:13 560 ნახვა

საქართველოში სუსტ მიწისძვრასაც კი ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია - ამის შესახებ სეისმოლოგმა განაცხადა.

ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, მიწისძვრის მნიშვნელობის განსაზღვრა ეპიცენტრზე მეტად მისი ბიძგების შენობებზე ზემოქმედებით ხდება.

პროფესორი ამბობს, რომ თურქეთის მსგავსი მიწისძვრა საქართველოში მოსალოდნელი არ არის. სუსტი მიწისძვრის დროს საშიში კომპაქტური დასახლება და შენობების განლაგებაა მნიშვნელოვანი.

სეისმოლოგი განმარტავს, რომ საშიშია ძველი აშენებული შენობები, რომლებზეც მიწისძვრის ზემოქმედების ნორმებს არ ითვალისწინებდნენ. მოძველებულია ნორმებიც, რომლის მიხედვითაც მშენებლები მუშაობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში