მიწისძვრის რეგიონში გადარჩენილები ახლობლებს გარდაცვლილთა შორის ეძებენ

08 თებერვალი 2023, 14:24 694 ნახვა

თურქეთის ჰატაის პროვინციაში საავადმყოფოების წინ მიწისძვრის შედეგად  დაღუპული ათობით ადამიანის ცხედარი ასვენია, ზოგს საბანი და ზეწარი აფარია, ზოგიც სპეციალურ  ტომრებშია მოთავსებული.  გადარჩენილები დაკარგული ოჯახის წევრებისა და ახლობლების ამოცნობას ცდილობენ.

სამხრეთ ქალაქ კაჰრამანმარასში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო,  გარდაცვლილთა ცხედრები  სპორტულ დარბაზშია დასვენებული. აქაც მიმდინარეობს მათი ამოცნობის პროცედურა. 

თურქეთში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ  9 ათას 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 38 ათასზე მეტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში