რამაზ სურმანიძის სახელობის პრემია, შუახევში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

08 თებერვალი 2023, 17:59 601 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში პროფესორ რამაზ სურმანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ფულად ჯილდოს   ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები  მიიღებენ.  თვითმმართველობა  გრანტ  მოპოვებული  სტუდენტებისთვის 500 ლარს, ხოლო გრანტის არმქონეებისთვის 300 ლარს აწესებს.ფულადი ჯილდო  ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 წლის  საბოლოო შედეგების გამოცხადების  შემდეგ გაიცემა.სტიპენდიის მიღების პრეტენდენტი შუახევში რეგისტრირებული მოქალაქე უნდა იყოს, რომელმაც  საშუალო განათლება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მიიღო.  სტუდენტების  მატერიალური წახალისება მიზნად ისახავს  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების  პოპულარიზაციას, წარმატებული ახალგაზრდების მოტივირებას და ხელშეწყობას.  შუახევის მერიაში ბოლო ორი წელია მოქმედებს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში