საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვა დაამარცხა

08 თებერვალი 2023, 21:16 704 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან გატანილი გოლით თავი, ჯანიკო გიორგაიამ, გიორგი ქურდაძემ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.

საქართველოს და მოლდოვას ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავენ. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,18:00 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხზე შეეძლება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში