თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

09 თებერვალი 2023, 11:42 569 ნახვა

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ნანგრევებში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

„გვყავს კიდევ ორი მოქალაქე დაკარგული. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება ჩვენთვის. უკვე მესამე დღე დაიწყო, რაც ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ერთ ადგილას ეტყობა ძველი სახლი იყო, თბებოდნენ ქვანახშირით და დროდადრო ქვანახშირს ცეცხლი ეკიდება და მეხანძრეები მიდიან ჩასაქრობად, რაც სიტუაციას ართულებს“, - აღნიშნა ელჩმა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში