ლონდონისა და პარიზის შემდეგ ზელენსკის ბრიუსელში ელოდებიან

09 თებერვალი 2023, 11:04 442 ნახვა

პარიზში ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში სიტუაცია და ომში მყოფი ქვეყნის  საჭიროებები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები. მისი განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება. ეს ზელენსკის 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ. პარიზამდე  იგი  ლონდონში ჩავიდა და  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ შეხვდა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს მიმართა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრ სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ბრიტანეთისგან აქვს ძლიერი თავდაცვითი პაკეტი, შეთანხმდნენ დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაზე, შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებასა და უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებაზე.

უკრაინის პრეზიდენტი  დღეს  გაემგზავრება ბრიუსელში ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში