უკრაინის პრეზიდენტი უკვე ბრიუსელშია

09 თებერვალი 2023, 14:31 476 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ღირსების უმაღლესი ორდენით, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. „ეს ჩემთვის მეტისმეტია", - განაცხადა ზელენსკიმ დაჯილდოებისას და ჯილდო უკრაინელ ხალხს მიუძღვნა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტის წინ უკვე ეწვია  ევროპარლამენტს. მოსალოდნელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში