ჰუმანიტარული შტაბი ბათუმში

09 თებერვალი 2023, 14:39 682 ნახვა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ჰუმანიტარული შტაბი გაიხსნა ბათუმში.

სტიქიის ზონაში გასაგზავნად სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ტანსაცმელი, საკვები, ბავშვის ჰიგიენური საშუალებები და სხვა პირველადი საჭიროების საგნები გროვდება. 

კაჰამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა მსურველებს ბათუმის სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ოფისში შეუძლიათ.

დახმარების კამპანია აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით, ასევე ინვესტორთა ასოციაციისა და მოქალაქეების ჩართულობით იმართება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში